Accentnews.ge
მედია – ანტალიაში "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი მეტსახელად "ლოტუ გული" მოკლეს

მედია – ანტალიაში "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი მეტსახელად "ლოტუ გული" მოკლეს

20/08/2020 08:54:58 მსოფლიო

ანტალიაში აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი მეტსახელად "ლოტუ გული" მოკლეს, – იუწყება თურქული მედია.

მისივე ცნობით, 47 წლის სალიფოვს ერთ–ერთ რესტორანში სადილობის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. როგორც თურქული მედია იუწყება, მკვლელი ის პირია, ვისთან ერთადაც სალიფოვი სადილობდა.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტალინი უკვე დააკავა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, სალიფოვს აზერბაიჯანელმა კრიმინალმა მეტსახელად "ხანმა" ესროლა.

ნადირ სალიფოვი საქართველოში, დმანისის რაიონში დაიბადა. საქართველოში ნადირ სალიფოვთან დაკავშირებული 2 ამბავია გავრცელებული:

  • “ქურდული სამყაროს” 13 წევრის დაკავება, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო. როგორც შსს-ს იმჟამად აცხადებდა, გამოძიების მასალებით “დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი “კანონიერი ქურდების” გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ, 8-კაციანი დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს იღებდა და ასრულებდა რუსეთში მცხოვრები ერთ–ერთი “კანონიერი ქურდისგან”, ხოლო მეორე 5-კაციან დაჯგუფებას მართავდა “კანონიერი ქურდი” ნადირ სალიფოვი, რომელიც აზერბაიჯანის საპყრობილეში იხდის სასჯელს”.
  • ნადირ სალიფოვის სახელმა ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ 2017 წლის სექტემბერში გაიჟღერა, როდესაც თბილისში, აბანოთუბანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელშან მამედოვი ჩაცხრილეს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ნადირ სალიფოვის დაკვეთა სახელდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S