Accentnews.ge
მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო გლეხებს ახალი ბაღების გაშენებას

მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო გლეხებს ახალი ბაღების გაშენებას

20/08/2020 08:25:33 საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზიანებულ დაახლოებით 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას დააფინანსებს. თუმცა, მისი თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ფერმერის კუთვნილ ნაკვეთზე ახალი ბაღი გააშენოს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო, რომელიც დაადასტურებს, რომ „იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება“.

„ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აღწერა, მაგრამ დაახლოებით ვიცით, შეფასება გვაქვს გაკეთებული რამდენ ათას ჰექტარს ფარავდა სტიქია. სტიქია ფარავდა დაახლოებით 4 000 ჰექტარს, თუმცა ეს არ იყო 100%-იანი დაზიანება. სხვადასხვა პროცენტით იყო დაზიანება მიყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება 1000 ჰექტრამდე ახალი ბაღების გაშენება დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება ფერმერების მაღალი აქტივობა. პროცედურის მიხედვით მათ სჭირდებათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება, მეტი სხვა მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ფერმერებს ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S