უკრაინამ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით ისრაელს გადაუსწრო
20/08/2020 08:09:53 საზოგადოება
უკრაინამ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით ისრაელს გადაუსწრო. უკანასკნელი მონაცემებით უკრაინაში COVID-19–ით 98 537 ადამიანი ინფიცირებული, ისრაელში კი – 98 443.
ბოლო პერიოდში უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მკვეთრად იმატებს. დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 2 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


