ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
20/08/2020 08:02:21 საზოგადოება
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 1 235 პირს. ყველა პასუხი უარყოფითია.
ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 25 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


