ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
20/08/2020 07:41:20 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს.
"245 შემთხვევის განაწილება სიმძიმეების მიხედით ასეთია -გუშინ გყავდა 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, დაგვემატა ერთი და ამჟამად გვყავს 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც კოვიდ–ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის, მსუბუქი და უსიმპტომო“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


