Accentnews.ge
ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება

ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება

20/08/2020 06:39:41 მსოფლიო

ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 69 672 ადამიანი დაინფიცირდა და 997 გარდაიცვალა.

უკანასკნელი მონაცემებით, ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 837 749–ს აღწევს, დაღუპულია 54 004 ადამიანი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S