ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 3 776 ადამიანი დაინფიცირდა
19/08/2020 19:50:29 მსოფლიო
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 3 776 ადამიანი დაინფიცირდა.
მისივე ცნობით, Covid-19 უფრო და უფრო ვრცელდება ყველა ასაკის ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, "ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია პარიზსა და მარსელში".
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში Covid-19–ის 225 00–ზე მეტი შემთხვეავა დადასტურებული, დაავადებამ 30 468 ადამიანი იმსხვერპლა.


