ბოლო 4 თვეში პირველად, გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
19/08/2020 16:43:59 მსოფლიო
აპრილის შემდეგ პირველად, გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცამებით, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 1 510 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდას მოქალაქეების " დაუდევრობასა" და შემოტანილ შემთხვევებს უკავშირებენ. სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 228 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 9 305-ს აღწევს.


