ბოლო 2 დღეში იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა
19/08/2020 16:34:52 მსოფლიო
ბოლო 2 დღის განმავლობაში იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებით 642 ადამიანი დაინფიცირდა, 18 აგვისტოს –401, 17 აგვისტოს –320.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 255 000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებულია, დაავადებით 35 412 ადამიანი დაიღუპა.


