ევროკავშირი ბელარუს ხალხს 53 მლნ ევროს გამოუყოფს
19/08/2020 14:15:51 მსოფლიო
ევროკავშირი ბელარუს ხალხს დამატებით 53 მლნ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისია ევროპულ დახმარებას გადაანაწილებს ისე, რომ ის არა ხელისუფლებასთან, არამედ ხალხთან მივიდეს.
ლეიენის განცხადებით, 2 მილიონი ევრო გათვალისწინებულია „უპრეცედენტო ძალადობის მხვერპლთათვის და დაზარალებულებისთვის“.
იხილეთ ასევე: ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს, თუმცა იქნება თუ არა სასანქციო სიაში ლუკაშენკო, ჯერ გადაწყვეტილი არაა


