Accentnews.ge
ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს, თუმცა იქნება თუ არა სასანქციო სიაში ლუკაშენკო, ჯერ გადაწყვეტილი არაა

ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს, თუმცა იქნება თუ არა სასანქციო სიაში ლუკაშენკო, ჯერ გადაწყვეტილი არაა

19/08/2020 13:45:54 მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს, თუმცა იქნება თუ არა სასანქციო სიაში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საგანგებო ონლაინ–სამიტის შემდეგ განაცხადა.

"ევროკავშირი მალე დააწესებს სანქციებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე ბელორუსში", – განაცხადა მიშელმა.

მისივე თქმით, "ლუკაშენკოს სანქცირების საკითხს ევროკავშირი შეისწავლის".

დღევანდელ ონლაინ–კონფერენციაში მონაწილეობენ: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S