"მივმართავ მათ, ვინც აცხადებს, რომ დასავლეთის შუამავლობა ბელარუსის საკითხში ერთადერთი გამოსავალია, გაიხსენეთ, როგორ დასრულდა მსგავსი ქმდება უკრაინაში 2014 წელს"
19/08/2020 12:34:47 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყენებს მოუწოდებს, გაიხსენონ, თუ როგორ დასრულდა მათი შუამავლობა უკრაინაში 2014 წელს.
„2004 და 2014 წლებში, როდესაც უკრაინაში იყო "მაიდანი", სწორედ იგივე „ან-ან“ ლოგიკით ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბევრი ლიდერი გამოვიდა. როდესაც ახლა საუბრობენ „შუამავლობაზე“, გვესმის წინადადებები ლიეტუვადან და პოლონეთიდან, ვიღაცამ თქვა, რომ ეუთო უნდა გამოვიდეს შუამავლად. მოვუწოდებ ყველას, ვინც ასეთი იდეებით გამოდის, გააჟღერონ ეს არა მიკროფონით, არამედ პირდაპირ ბელარუსებთან, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსის მთავრობასთან. ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს შუამავლობა არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, მოვუწოდებ, არ დაივიწყონ, თუ როგორ იშუამავლეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა 2014 წელს კიევში "მაიდნის" დროს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, გარე ძალები ცდილობენ, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში.


