Accentnews.ge
ლუკაშენკო პუტინის სიტყვებს იმეორებს და ევროპას ურჩევს, “საკუთარი პრობლემებით დაკავდეს”

ლუკაშენკო პუტინის სიტყვებს იმეორებს და ევროპას ურჩევს, “საკუთარი პრობლემებით დაკავდეს”

19/08/2020 10:06:11 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპას ურჩევს, “საკუთარი პრობლემებით დაკავდეს” და ამ მხრივ რუსი კოლეგის – ვლადიმირ პუტინის სიტყვებს იმეორებს.

ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა დაიჩივლა, რომ “დასავლეთის ქვეყნები ფულს აგროვებენ და აგზავნიან ბელარუსში, მაგრამ ბელარუსის სპეცსამსახურები ამ თანხების გადაადგილების კონტროლს ვერ ახერხებენ, რადგან ძალიან დიდი მოცულობის თანხები ქვეყანაში ნაღდი ფულის სახით ხვდება”.

ამის შემდეგ ლუკაშენკომ ევროპელი ლიდერები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა და პუტინის ანალოგიური სიტყვები (“ყვითელი ჟილეტები”)გამოიყენა.

"ვურჩევდი მათ: სანამ თითს ჩვენკენ გამოიშვერდნენ, თავის დღის წესრიგში შეიტანონ ფრანგული “ყვითელი ჟილეტების”, საშინელი ამერიკული არეულობების საკითხები. ვისურვებდი, უპირველესად, განეხილათ საპროტესტო გამოსვლები კორონავირუსული იზოლაციის წინააღმდეგ გერმანიაში და სხვა ქვეყნებში", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის: მეთერთმეტე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S