Accentnews.ge
BBC – ბელარუსში კიდევ ერთი დემონსტრანტი გარდაიცვალა

BBC – ბელარუსში კიდევ ერთი დემონსტრანტი გარდაიცვალა

19/08/2020 09:41:42 მსოფლიო

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ბელარუსში პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა. BBC-ს რუსული სამსახურის ცნობით, 43 წლის გენადი შუტოვი მინსკში, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. იგი თავის არეში იყო დაჭრილი.

Tut.by, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებს ეყრდნობა, იუწყება, რომ შუტოვი ქალაქ ბრესტში აქციაზე დაჭრეს. მიტინგის შემდეგ ორი დღის გნმავლობაში მას ახლობლები ვერ პოულობდნენ. ბრესტიდან მინსკში იგი ვერტმფრენით გადაიყვანეს.

გასულ პერიოდში ბელარუსის შსს იტყობინებოდა, რომ 11 აგვისტოს ბრესტში მომიტინგეებისგან თავის დასაცავად მილიციამ ცეცხლი გახსნა.

ბელარუსში მღელვარების დაწყების შემდეგ ეს მე–4 მსხვერპლია.

ცნობისთვის: მეთერთმეტე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S