Accentnews.ge
ბელარუსულმა გამანადგურებლებმა ქვეყნის საზღვრების პატრულირება დაიწყეს

ბელარუსულმა გამანადგურებლებმა ქვეყნის საზღვრების პატრულირება დაიწყეს

19/08/2020 09:15:50 მსოფლიო

ბელარუსის შეიარაღებული ძალების საჰაერო ქვედანაყოფების გამანადგურებლებმა ქვეყნის საზღვრების გასწვრივ პატრულირება დაიწყეს, - იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.

მისივე ინფორმაციით, საპატრულო ფრენები პირადი შემადგენლობის მომზადების ფარგლებში ხორციელდება, რომლის დროსაც მფრინავები წყვილად ფრენის ტაქტიკას დაამუშავებენ, საზენიტო ქვედანაყოფები კი – საბრძოლო სროლის.

მეთერთმეტე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S