კალაძის თქმით, წერეთლის, ქეთევან წამებულის და ვაჟა-ფაშაველას გამზირების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება
19/08/2020 08:53:26 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, დედაქალაქში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება.
"საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად წერეთლის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც გვქონდა დაგეგმილი, ასევე ქეთევან წამებული გამზირი, ვაჟა-ფაშაველა, ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება, ვეფხი და მოყმეს მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება. ამ პროექტებს, რომელიც უკვე უნდა დაგვეწყო და განხორციელება მომხდარიყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.
იხილეთ ასევე: 200-ლარიანი დახმარება ბავშვებისთვის – სად უნდა დარეგისტრირდეთ და რა სახის ინფორმაცია დაგჭირდებათ


