Accentnews.ge
კალაძის შეთავაზება იმ პირებს,  რომლებიც 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად აპლიკაციის შევსებას ვერ ახერხებენ

კალაძის შეთავაზება იმ პირებს,  რომლებიც 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად აპლიკაციის შევსებას ვერ ახერხებენ

19/08/2020 08:33:06 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს იმ პირებს, რომლებიც 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად აპლიკაციის შევსებას ვერ ახერხებენ.

"რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რათა მოსახლეობას მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ინტერნეტი არ ჰქონდეთ, აპლიკაციის შევსება გაუჭირდეთ. ამიტომაც, მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს – აუცილებლად მიაკითხეთ თქვენივე რაონში არსებულ მუნიციპალურ სერვისცენტრებს. ჩვენი თანამშრომლები კუთვნილი დახმარების მისაღებად, აპლიკაციის სწორად შევსებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მომსახურების ერთი სერვისცენტრი დედაქალაქის მერიის შენობაში, დანარჩენები კი თბილისის ათივე რაიონში მდებარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S