Accentnews.ge
"ბოლო მონაცემებით, საქართველოში 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია"

"ბოლო მონაცემებით, საქართველოში 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია"

19/08/2020 08:26:53 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1361-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S