ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლებათ
19/08/2020 08:12:15 საზოგადოება
ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას ორი კარავი და ნებაყოფლობით შევთავაზოთ ადამიანებს ტესტირება, რადგან გვქონდეს ინფორმაცია, ტრიალებს თუ არა აჭარის რეგიონში ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.


