საკურორტო ზონებში მდებარე კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალს კორონავირუსზე ტესტს გაუკეთებენ
19/08/2020 08:10:39 საზოგადოება
საკურორტო ზონებში მდებარე კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალს კორონავირუსზე ტესტს გაუკეთებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით, ეს შეეხება ზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიზნობრივ ჯგუფებს დაემატონ ის პირები, რომლებსაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნება: კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი. ეს ადამიანები დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას. ეს დაგვეხმარება ვირუსის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.


