21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება
19/08/2020 08:00:50 საზოგადოება
21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ორ სოფელში ინტენსიური ტესტირება კვლავ გაგრძელდება.


