აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
19/08/2020 07:33:43 საზოგადოება
აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი შემოტანილი შემთხვევაა. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი ქობულეთის ე.წ. კლასტერთან არის დაკავშირებული.
დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 კოვიდ–ინფიცირებული იმყოფება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1361-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


