Accentnews.ge
სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 246 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 246 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

19/08/2020 07:10:15 საზოგადოება

სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 246 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს. ამ 246 პაციენტიდან 5–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე პაციენტების რაოდენობა კი არის 22", – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1361-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S