Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მესამედის წყარო უცნობია

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მესამედის წყარო უცნობია

19/08/2020 07:09:09 საზოგადოება

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"10 დადასტურებული შემთხვევეიდან 1 უკავშირდება ლენჯერს, 4 პაციენტის წყარო არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, 3 პაციენტის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1361-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S