Accentnews.ge
გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე: "აშკარაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი სრულდება"

გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე: "აშკარაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი სრულდება"

19/08/2020 05:58:43 მსოფლიო

აშკარაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი სრულდება, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის თავჯდომარე ვოლფგანგ შოიბლემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც დიქტატორი გზის დასასრულთან დგას, საუკეთესი ვარიანტი გამოსავლის ძალადობის გარეშე პოვნაა. აშკარაა, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი სრულდება", - აღნიშნა ვოლფგანგ შოიბლემ.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა იმისთვის, რომ ბელარუსში არსებული სიტუაცია ძალადობის გარეშე მოგვარდეს.

„ევროკავშირს საკუთარი მეზობლების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია. ადამიანები შეცდებიან, თუკი იფიქრებენ, რომ გავლენის სფეროების შეცვლა გვსურს. თუ ადამიანის უფლებებს, არა-ძალადობასა და დემოკრატიას ვუჭერთ მხარს, ეს არავის წინააღდეგ, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართული,“ - აღნიშნა გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S