Accentnews.ge
ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი დააკავეს

ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი დააკავეს

18/08/2020 19:49:52 მსოფლიო

ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა დედაქალაქ ვამაკოში დააკავეს.

მანამდე ბამაკოდან 15 კილომეტრში მდებარე კატის სამხედრო ბაზაზე სამხედროების ჯგუფმა ამბოხი მოაწყო და რამდენიმე სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსანი ალყაში მოაქცია.

პრეზიდენტ კეიტას წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ივნისიდან იმართება. ოპონენტები მას კორუფციასა და ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებაში სდებენ ბრალს.

ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტთან ერთად ამბოხებულმა სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისეც დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S