Accentnews.ge
მერკელის, მაკრონისა და ლუკაშენკოს გარდა, პუტინთან ბელარუსის საკითხი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც განიხილა

მერკელის, მაკრონისა და ლუკაშენკოს გარდა, პუტინთან ბელარუსის საკითხი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც განიხილა

18/08/2020 16:09:39 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„ახლახან განვიხილე ბელარუსში შექმნილი ვითარება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. მხოლოდ მშვიდობიან და ყოვლისმომცველ დიალოგს შეუძლია ბელარუსში შექმნილი კრიზისის გადაჭრა“,– წერს მიშელი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

დღეს პუტინმა ბელარუსის საკითხი გერმანიის კენცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა. აღნიშნულის შემდეგ კრემლის ლიდერმა ბელარუსის პრეზიდენტს დაურეკა და მერკელთან და მაკრონთან დღეს გამართული საუბრების თაობაზეინფორმაცია მიაწოდა.

ორი საათის წინ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპაც განაცხადა, რომ ბელარუსის საკითხს პუტინთან განიხილავს, თუმცა მას ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S