Accentnews.ge
ბელარუსის შსს მე–3 დემონსტრანტის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს

ბელარუსის შსს მე–3 დემონსტრანტის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს

18/08/2020 15:09:32 მსოფლიო

ბელარუსის შსს მე–3 დემონსტრანტის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.

„რენოს“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა 19 წლის ფეხით მოსიარულეს, რომელიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდა. მიღებული დაზიანებების შედეგად ფეხით მოსიარულე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გზაზე მყოფი მამაკაცი მინსკში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე ღონისძიებების მონაწილე იყო“, - ნათქვამია ბელარუსის შსს-ს განცხადებაში.

მისივე ცნობით, ინციდენტი 16 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S