Accentnews.ge
პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა

18/08/2020 14:52:24 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც BelTA იუწყება, "პუტინმა მერკელთან და მაკრონთან დღეს გამართული საუბრების თაობაზე ლუკაშენკოს ინფორმაცია მიაწოდა".

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს შემდეგ ეს პუტინსა და ლუკაშენკოს შორის გამართული რიგით მესამე სატელეფონო საუბარია.

დღესვე პუტინმა ბელარუსის საკითხი გერმანიის კენცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა.

ერთი საათის წინ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპაც განაცხადა, რომ ბელარუსის საკითხს პუტინთან განიხილავს, თუმცა მას ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S