Accentnews.ge
"ლიეტუვის პარლამენტი ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ სცნობს"

"ლიეტუვის პარლამენტი ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ სცნობს"

18/08/2020 14:05:18 მსოფლიო

ლიეტუვის პარლამენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ სცნობს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს.

"დღეს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, არ სცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ აღიარებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მოითხოვს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და სანქციების დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და გაუგონარ სისასტიკეზე არიან პასუხისმგებელნი", - წერს ლინკევიჩიუსი.

იხილეთ ასევე: ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S