Accentnews.ge
მესტიის მერია ზემო სვანეთის ნაწილის გახსნის სავარაუდო თარიღს ასახელებს

მესტიის მერია ზემო სვანეთის ნაწილის გახსნის სავარაუდო თარიღს ასახელებს

18/08/2020 13:36:14 საზოგადოება

მესტიისა და ლენჯერის გარდა, ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციული ერთეული შესაძლოა, 21 აგვისტოდან გაიხსნას. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3 509 „პისიარ“ ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს. აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა.

მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა. აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S