"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა
18/08/2020 09:52:08 საზოგადოება
საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება არხის სამეურვეო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვასილ მაღლაფერიძემ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2012 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს. ამ დროისთვის ის არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ასევე, მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორია.
საქართველოს "პირველი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდება.


