ლუკაშენკომ ასობით სამართალდამცველი "უნაკლო მსახურებისთვის" დააჯილდოვა
18/08/2020 09:09:21 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდე ლუკაშენკომ ასობით სამართალდამცველი "უნაკლო მსახურებისთვის" დააჯილდოვა.
შესაბამისი ბრძანებულება ეროვნულ სამართლებრივ ინტერნეტ-პორტალზე 18 აგვისტოს გამოქვეყნდა. დოკუმენტი 13 აგვისტოთია დათარიღებული.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.


