ჯანმო - ახალგაზრდებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა
18/08/2020 08:54:39 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
"Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 20, 30 და 40 წლის ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად მოიმატა, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია და უფროსი ასაკის ადამიანებს საფრთხეს უქმნის", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაკეში კასაიმ.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 777 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 000 000–ს გადააჭარბა, 14 797 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1351-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


