Accentnews.ge
"დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში უთანხმოება არსებობს და თბილისის ორ ოლქშიც წარვადგენთ ერთობლივ კანდიდატებს"

"დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში უთანხმოება არსებობს და თბილისის ორ ოლქშიც წარვადგენთ ერთობლივ კანდიდატებს"

18/08/2020 07:19:56 საზოგადოება

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე პარტიები თბილისში დარჩენილ 2 ოლქში – საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ.

„დავასრულებთ იმ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება. შევთანხმდებით თბილისის დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქებზე და წარვადგენთ ერთობლივ კანდიდატებს“, – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმება შეთანხმება იმ დეკლარაციაზე, რომელიც შეეხება ხმების ერთობლივად დაცვას:

„ყველა პარტია, ვინც იქნება ამ დეკლარაციის ხელმომწერი, აიღებს ვალდებულებას, რომ დავიცვათ ერთმანეთის ხმები. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და ჩვენი მოვალეობა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S