კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
18/08/2020 07:13:37 საზოგადოება
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"10 დადასტურებული შემთხვევეიდან 1 უკავშირდება ლენჯერს, 1 – ქობულეთს, კაფე "ჰავანას", 1 პაციენტის წყარო არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, 1 მედპერსონალია, 2 პაციენტის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1351-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


