ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
18/08/2020 07:07:08 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს.
"ამ 236 პაციენტიდან 6–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით 23 მძიმე პაციენტია", – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1351-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


