რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
18/08/2020 06:19:21 მსოფლიო
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას "ინტერფაქსი" პრემიერ–მინისტრ მიხაილ მიშუსტინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, ნოვაკს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია, ჩანიშნულ შეხვედრებს კი იგი ონლაინ–რეჟიმში დაესწრება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 900 000–ს გადააჭარბა, დაავადებამ 15 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


