Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

18/08/2020 06:01:29 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით 10 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 5.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება Covid-19–სგან გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში დაავადებისგან არც ერთი პაციენტი არ განკურნებულა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაავადებისგან 1 092 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S