თურქეთში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 000–ს გადააჭარბა
17/08/2020 19:28:30 მსოფლიო
თურქეთში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 1 233 ადამიანი დაინფიცრდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში Covid-19-მა 5 996 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 250 542 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 773 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 836 000–ს გადააჭარბა, 14 569 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


