ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 4–ჯერ შემცირდა
17/08/2020 16:09:17 მსოფლიო
ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 4–ჯერ შემცირდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 493 დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3000–ს აჭარბებდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში Covid-19-მა 30 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 218 000–ზე მეტი შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 773 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 836 000–ს გადააჭარბა, 14 569 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


