ევროპარლამენტარები ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს
17/08/2020 13:59:52 მსოფლიო
ევროპარლამენტარები ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს. ის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტებისა და დემოკრატების“, „განაახლე ევროპის“, „მწვანეებისა“ და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
„9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სანდო ინფორმაცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს


