Accentnews.ge
ლუკაშენკო მზადაა, საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ნაწილი დათმოს, «მაგრამ არა ქუჩის ზეწოლით»

ლუკაშენკო მზადაა, საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ნაწილი დათმოს, «მაგრამ არა ქუჩის ზეწოლით»

17/08/2020 09:04:34 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გამოდის მოწოდებით, სახელისუფლებო უფლებამოსილებები ქვეყანაში საკონსტიტუციო პროცესის მეშვეობით და არა ქუჩის აქციების გზით ცგადანაწილდეს.

პრეზიდენტის თქმთ, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებების ვარიანტებზე, რომლებიც სახელისუფლებო უფლებამოსილებების გადანაწილებას ითვალისწინებს.

"დაუშვებელია ამ კონსტიტუციის ჩაბარება გაურკვეველია, ვისთვის, რადგან ეს დიდ უბედურებას მოიტანს", - აღნიშნა მან.

ლუკაშენკო ირწმუნება, რომ მზადაა, ამ მხრივ საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ნაწილი დათმოს, "მაგრამ არა ქუჩიდან ზეწოლით».

ამასთან, მან ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა კიდევ ერთხელ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S