მესიმ, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს
17/08/2020 07:54:39 მსოფლიო
ცნობილი სპორტული ბრაზილიური გამოცემის “ესპორტე ინტერატივო” ინფორმაციით, ლიონელ მესიმ შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს.
მისივე ცნობით, 33 წლის არგენტინელმა თავისი სურვილის შესახებ ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა.
მესის არა 2021 წელს, არამედ ამ ზაფხულშივე სურს გუნდიდან წასვლა. არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიაში კიდევ ერთი სეზონის გატარება არ სურს. მესის სავარაუდო გადაწყვეტილება უკავშირდება „ბარსელონას“ ცუდ მართვასა და გუნდის ცუდ შედეგებს.
მას კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული. მის გამოსასყიდ თანხად მითითებულია 700 მილიონი ევრო. არგენტინელს უკვე 2021 წლის იანვარში შეეძლება სხვა გუნდებთან შეთანხმების მიღწევა.


