საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
17/08/2020 07:34:54 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.
"ამ 232 პაციენტიდან 6–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით 22 მძიმე პაციენტია", – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


