Accentnews.ge
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

17/08/2020 07:32:10 საზოგადოება

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ ქვეყანაში იყო 1336 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1341 დადასტურებული შემთხვევა. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და ორ დასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაგვეზარდა მხოლოდ ოთხით და ახლა არის 1092“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S