აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
17/08/2020 07:24:02 საზოგადოება
აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი ე.წ. „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდება. ვირუსი დაუდასტურდა კაფე „ჰავანაში“ უკვე გამოვლენილ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ორ პირს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ პირს. იგი იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა.
სამივე ინფიცირებული გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში. აღნიშნულ დაწესებულებაში მკურნალობას ამ დროისთვის 26 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


