Accentnews.ge
მედია – საბერძნეთის მთავრობამ 1 000-ზე მეტი მიგრანტი გასაბერი ნავებით თურქეთის საზღვართან დატოვა

მედია – საბერძნეთის მთავრობამ 1 000-ზე მეტი მიგრანტი გასაბერი ნავებით თურქეთის საზღვართან დატოვა

17/08/2020 06:57:52 მსოფლიო

საბერძნეთის ხელისუფლებამ 1 000-მდე მიგრანტი საპატიმროებიდან მოიტაცა, გასაბერი ნავებით ბერძნული წყლების უკიდურეს საზღვარზე გაგზავნა და იქ მიატოვა, – იუწყება The New York Times.

მისივე ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბერძნეთის ხელისუფლებამ 30-მდე მსგავსი "გადასახლების ოპერაცია" განახორციელა.

ნაჯმა ალ-ხატიბი, 50 წლის სირიელი მასწავლებელი გამოცემასთან ყვება, როგორ მოიტაცეს იგი, სხვა მიგრანტებთან ერთად, სახედაფარულმა ძალოვანებმა შუა ღამით როდოსის კუნძულზე მდებარე საპატიმრო დაწესებულებიდან. მისი თქმით, გატაცებულები საჭისა და ძრავის არმქონე ნავებში განათავსეს, რომლებშიც მათ მომავალი რამდენიმე საათი გაატარეს, სანამ თურქეთის სანაპირო დაცვამ არ მიიყვანა ისინი ნაპირამდე.

"სირია დაბომბვის შიშით დავტოვე, მაგრამ როცა ეს მოხდა, ვინატრე, ნეტა დაბომბვის დროს მოვმკვდარიყავი-მეთქი", - აცხადებს ალ-ხატიბი.

გამოცემის ცნობით, მიგრანტების ღია ზღვაში მიტოვება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.

საბერძნეთის ხელისუფლება ამ დრომდე უარყოფს მიგრანტების უკანონო გაძევების პროცესში მონაწილეობასა და მის ორგანიზებას.

"საბერძნეთის ხელისუფლება არ არის ჩართული მსგავს იდუმალ მოქმედებებში", - განაცხადა მთავრობის სპიკერმა სტელიოს პეცამ. "საბერძნეთს სუფთა წარსული აქვს საერთაშორისო ნორმების, პროტოკოლისა და კონვენვიების დაცვის მიმართულებით. მათ შორის, მიგრანტებისა და ლტოლვილების საკითხებში", – დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S