კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ახალ ზელანდიაში საპარლამენტო არჩევნები გადაიდო
17/08/2020 06:29:36 მსოფლიო
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ახალ ზელანდიაში 19 სექტემბერისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები 17 ოქტომბრამდე გადადო.
„ეს გადაწყვეტილება საკმარის დროს მისცემს ყველა პარტიას, მომავალი 9 კვირის განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანია ჩაატაროს", განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.
რამდენიმე დღის წინ ახალ ზელანდიაში 102 -დღიანი პაუზის შემდეგ კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები დადასტურდა, რომელთა წყაროს დადგენა ამ დროდე ვერ ხერხდება. აღნიშნულის გამო ქვეყნის უდიდეს ქალაქში - ოკლენდში კარანტინი ხელახლა დაწესდა.
ახალ ზელანდიაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 1 622 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 22 ადამიანი.


