საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა
17/08/2020 06:04:59 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


